LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ რამდენს გვიგზავნის? – საქართველოში რუსეთიდან გამოგზავნილი ფული შემცირდა, ევროპიდან გაიზარდა

185
o-PAPER-AIRPLANE-facebook

2019 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 154.5 მლნ აშშ დოლარი (443.3მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7 პროცენტით (10.1მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018  წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები რუსეთიდან და თურქეთიდან შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ისრაელიდან კი,  გაიზარდა.

რუსეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში 38.98 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით 9.36 პროცენტით ნაკლებია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 59.05 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

 

ფულადი გზავნილების სტატისტიკას 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისშიმთელი ფულადი გზავნილების 94.1 პროცენტი მოდიოდა.

2019 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2მლნ აშშ დოლარი(55.2მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ივლისის (18.9მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით1.6%-ით მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები