LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვინც არ აშენებს, ის ყოველთვის ანგრევს – ასეთია სამყაროს კანონზომიერება და ვერაფერი შეცვლის“ – რეი ბრედბერის ცნობილი გამონათქვამები

1008
კლინტ ისტვუდი (1)

ამერიკელმა მწერალმა, რომლის ანგარიშზე 800-ზე მეტი ნაწარმოებია, დიდი ხანია დაიმკვიდრა სამეცნირო-პოპულარული ჟანრის კლასიკოსის სახელი, რადგან სწორედ მან შეძლო პირველმა მკითხველის ფანტასტიკური ისტორიებით დაინტერესება, როცა ლიტერატურის ეს ჟანრი მხოლოდ არასერიოზულ, ბულვარულ საკითხავად ითვლებოდა.

fortuna.ge გთავაზობთ რეი ბრედბერის ცნობილ ფრაზებს:

დახვეწილ სისასტიკეს შურისძიებაც დახვეწილი სჭირდება!

მაჩვენე კარგი, რომელიც არასდროს მთავრდება და საოცრებას დავიჯერებ!

სიკეთე და გონიერება – სიბერის ნიშანია. ახალგაზრდა ქალს კი, თავქარიანობა და სიგიჟე უფრო უხდება.

ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა გვერდზე გყავს ის, ვისთანაც გამოზამთრება გესიამოვნება.

საშინელებაა, როცა სათქმელი გაქვს და არავის უნდა შენი მოსმენა. კედლებს ელაპარაკები, ისინი კი, მხოლოდ გიყვირიან, მეგობრებთან გინდა საუბარი და ისინიც მხოლოდ კედლებს უსმენენ.

მომაკვდავსაც აქვს თავისი უპიტარესობა, როცა დასაკარგი არაფერია, არც გარისკვის გეშინია.

ტირილი სასარგებლოა! როცა მთელი გულით ტირიხარ, გეჩვენება, რომ ახალი დილა გათენდა და ყველაფერი თავიდან იწყება.

რა თქმა უნდა, თავისუფალი დრო ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ ვის უნდა დროის ფიქრში დაკარგვა.

ყველაზე უიმედო ბრიყვი ისაა, ვისაც საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია.

ვინც არ აშენებს, ის ყოველთვის ანგრევს – ასეთია სამყაროს კანონზომიერება და ვერაფერი შეცვლის.

უცნაურია, როცა ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის და მაინც უბედური ხარ.

ცნობილი გამონათქვამები