LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ვინც ე.წ. “გავრილოვის ღამეს” ადარებს აშშ-ში კაპიტოლიუმის დარბევას არის ან დეზინფორმაციის წყარო ან წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს: ბექა ბახტაძე

476
12

“ის ვინც ე.წ. “გავრილოვის ღამეს” ადარებს აშშ-ში კაპიტოლიუმის დარბევას არის ან დეზინფორმაციის წყარო ან უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს”,-ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ბექა ბახტაძე წერს.

ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს.

“ის ვინც ე.წ. “გავრილოვის ღამეს” ადარებს აშშ-ში კაპიტოლიუმის დარბევას არის ან დეზინფორმაციის წყარო ან უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს. დემოკრატიის კვდომის პროცესსა და დემოკრატიის დაცვას შორის რა სხვაობაა მე ვერ დაგანახებთ.

“გავრილოვის ღამე” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჯდება ქვეყნის ოკუპანტის, რუსეთის დუმის დეპუტატი რასაც აპროტესტებს მოსახლეობის ნაწილი შედეგი სპეცრაზმის მიერ გასროლილი რეზინის ტყვიით ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო -> დემოკრატიის სიკვდილი

კაპიტოლიუმის დარბევა – კაპიტოლიუმში იჭრება ბრბო რომელსაც სჯერა რომ დემოკრატები ჭამენ ბავშვებს და “სატანიზმის” მიმდევრები არიან. სამწუხაროა რომ 5 ადამიანი გარდაიცვალა 2 პოლიციის მიერ და 3 თავად ბრბოს მიერ გამოწვეული არეულობით, მაგრამ ეს ხალხი შეიარაღებული მიიწევდა კონგრესის წარმომადგენლებისა და ვიცეპრეზიდენტის მოსაკლავად -> დემოკრატიის დაცვა. ძალიან გვიჭირს როგორც ერს, ძალიან”, – წერს ბექა ბახტაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები