LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც გახარიას და ივანიშვილის გადასარჩენად გეების თემა წამოწია, იმის დედა ვატირე! – გამოხმაურებები ხვალ დაგეგმილ მარშზე

209

ხვალ, 8 ივლისს, თბილისში დაანონსებულ ღირსების მარშს პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან უკვე მოყვა შეფასებები.

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ ღირსების მარშს პროვოკაციად აფასებს.

„მეტ პროვოკაციას, იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო „ელგებეტე“ კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს.ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ.

მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით. P.S აი, უკვე დაიწყო მუშაობა იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ“, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

თბილისში დაანონსებულ ღირსების მარშს ფეისბუქზე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

“პირდაპირ და ღიად ვამბობ, ვინც ახლა გახარიას და პუტინის მონა ივანიშვილის გადასარჩენად გეების თემა წამოწია და ლობირებს იმის გამყიდველი დედა ვატირე!”- წერს ბარამიძე

საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა კი პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ მათი მიზანია მარშის ჩაშლა. მისივე ინფორმაციით, მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.

„თუ გავიგეთ, რომ ღირსების მარში ტარდება რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე, დღესვე მივალთ და დავიკავებთ იმ ადგილს, რათა მარშის გამართვის საშუალება არ მივცეთ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია კორდონს აღმართავს, ვეცდებით, გავარღვიოთ. შევეცდებით „თბილისი პრაიდი“ ჩავშალოთ“,- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრება სანდრო ბრეგაძეც.

“მარტო ერთ კაცს, სანდრო ბრეგაძეს, რომ მომიწიოს თავის გაწირვა, თავის დადება, სულ მარტო რომ დავრჩე, ერთი კაცი რომ დავრჩე ქუჩაში, არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას. ჩემი შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, უფალ, მაღალ იესო ქრისტეს გეფიცებით, ყველა წმინდა სალოცავს გეფიცებით, რომ არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას”- ამბობს სოციალურ ქსელში გავრცეელებულ ვიდეომიმართვაში ბრეგაძე

„თბილისი პრაიდის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილიც.

„ერთი მხრივ გასაგებია, რატომ არ სახელდება ღონისძიების ადგილი და დრო. მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლებას ამით ხელში უგდებენ პირდაპირ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს. უკვე ისმის მოწოდებები, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გაავსონ რუსთაველი. ეს არის ძალიან ბინძური თამაში, რომელშიც ნებსით თუ უნებლიედ პრაიდის ორგანიზატორებიც მონაწილეობენ. თუ ეს ასე არ არის, დაასახელონ დრო და ადგილი. ის მაინც თქვან, რომ ეს რუსთაველზე არ მოხდება“, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,”ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება” –  ამის შესახებ განცხადება “თბილისი პრაიდმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს იყო დაანონსებული, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები: ხვალ ღირსების მარში გაიმართება

ღონისძიების ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

“თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ  “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, ღირსების მარშს გამართავს.

პოპულალურები