LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც გარწმუნებთ, რომ არაფერი გაქვთ და არც გექნებათ, თქვენში უსაზღვრო შესაძლებლობის რწმენას კლავს – ფანჯიკიძის მიმართვა საზოგადეობას

2209
2060300214-2019-11-16-07-48-07-039703

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ ადამიანები თავისი ნებით ირჩევენ “ღმერთებად” უნდა ყოფნა თუ “გლახაკებად”. ფანჯიკიძე მოგიწოდებთ, რომ არ დაუჯეროთ განცხადებებს, თითქოს საქართველოს მომავალი არ აქვს. ფსიქოლოგი ამ მიმართვით სავარაუდოდ, ქვეყნის მთავარსარდლის მიერ გუშინ გაკეთებულ მორიგ სკანდალურ განცხადებასაც ეხმიანება.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

დღეს საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრი დაფუძნდა.

გთავაზობთ სტატუსს:

“ყველა, ვინც გარწმუნებთ, რომ არავინ ხართ, არაფერი გაქვთ და არც გექნებათ, კლავს თქვენში ადამიანის დაბადებიდან თანდაყოლილ, უსაზღვრო შესაძლებლობის რწმენას, კლავს ყოველგვარი მიზნისკენ მოძრაობის ძალას და თუკი საკმაოდ კომფორტულია თქვენთვის ამ ვერსიის მიღება, არც არაფერი გეკუთვნით.

თუ არც გეკუთვნით, არც იდარდოთ. ძალიან მშიერს, რამენაირად, ლუკმას გადმოგიგდებენ, ავად რომ გახდებით, ფულს შეგიგროვებენ, რომ მოკვდებით, შეგიცოდებენ და იცხოვრებთ მარადიული მადლიერების გრძნობით დიდ და კეთილ სამყაროში, სადაც ამდენი “ქველმოქმედია”. გადაიწერთ პირჯვარს და იტყვით, “ღმერთი არ მწირავსო”. ასე ხდებიან ადამიანები “ღმერთები” და “გლახაკები”, თავისივე ნებით.

პ.ს. არ დაუჯეროთ მთავრობას, რომ საქართველოს მომავალი არა აქვს. ბოლო დროს მოუხშირეს ამგვარ შთაგონებას. ამ იდეების “გამპრავებლები” კი “რეალობის აღწერას” ეძახიან ამ მკვლელობას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები