LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინმე რამე რაციონალურს დაწერს, თუ ასე ვიდგეთ სიკვდილის რიგში გამწკრივებულები”

17504508_10210897348446940_4317829501984331800_o

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, მომხდარის ფოტოების გაზიარების ან განტევების ვაცის პოვნის ნაცვლად, ჯობს ყველა, რეალური მიზეზების ძებნით და მისი პრევენციით დაკავდეს.

„იგივეს დავწერ, რაც ქობულეთის სასტუმროში ბავშვების დაწვის, ბათუმის სასტუმროს ტრაგედიის, მეტროში ჭერის ჩამოვარდნის, ფასადიდან მინაბლოკით ბავშვის დაღუპვის მერე დავწერე – სულისშემძვრელი ფოტოების გაზიარებით ან განტევების ვაცის ძებნით კი არა, რეალური მიზეზების და პრევენციით უნდა დავკავდეთ – მედიაც და მისი მომხმარებლებიც. დარწმუნებილი ვარ, ყველა ჩვენგანი აქაც, “ფეისბუქზე” წყევლა-კრულვითა და ტრაგიკული ფოტოებით გაჯერებულ პოსტებში რაიმე რაციონალური რჩევის და პრევენციული ინფორმაციის პოვნას ვცდილობთ – სამწუხაროდ, უშედეგოდ. არადა გაზი ყველას გვაქვს ბინაში… მე არ ვარ გაზგაყვანილობის სპეციალისტი. ვინმე – მთავრობა, მედია, მოქალაქე… რამე რაციონალურს დაწერს თუ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა David Khidasheli თქვა – ასე ვიდგეთ სიკვდილის რიგში გამწკრივებულები,“ – წერს დაჩი გრძელიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები