LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი: “როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს”

261
BeFunky-collage (2)

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.

როგორც კრამონი აღნიშნავს, ეს ყველაფერი ცუდ ხუმრობას ჰგავს.

“როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა”, – დაწერა ევროპარლამენტარმა.

სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი – მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად  და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები