LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი მეგან მარკლის ცნობილ კაბაში გამოჩნდა (ფოტო)

971
meganviki19

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ესპანეთში, სერხიო რამოსის ქორწილში იმყოფებოდნენ. ამ დღისთვის ვიქტორიამ არჩევანი საკუთარი ბრენდის კაბაზე გააკეთა. თეთრი კაბა ჯაჭვის პრინტით იმითაცაა გამორჩეული, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ის სასექსისი ჰერცოგინიას ეცვა. სწორედ ვიქტორია ბექჰემის კაბით გამოჩნდა მეგან მარკლი ვესტმინსტერის სააბატოში გამართულ წირვაზე.

თუ მეგან მარკლიმ კაბას თეთრი შლაპა და თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა, ვიქტორიამ არჩევანი სადა ვარცხნილობასა და ვარდისფერ ფეხსაცმელზე გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები