LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის სამოსით აეროპორტში (ფოტო)

victoria

ვიქტორია ბექჰემი ცნობილია იმით, რომ ის ყველა სიტუაციაში ელეგანტურ სამოსზე აკეთებს აქცენტს და მუდამ ფორმაშია. ამჯერად 44 წლის დიზაინერი პაპარაცებმა ნიუ-იორკის აეროპორტში გადაიღეს. ვიქტორია ბრწყინავდა საკუთარი ბრენდის ღია ყავისფერ პალტოში, რომელიც თეთრი საყელოთი და მანჟეტებით იყო გაფორმებული. ანსამბლს ვიქტორიამ ტყავის შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა. ეს სამოსი დიზაინერის ახალი კოლექციიდანაა შერჩეული.

ვიქტორიამ სოციალური ქსელით ისიც დაანონსა, რომ მალე კომპანია Reebok-ისთვის ახალ კოლექციას შექმის. Reebok x VictoriaBeckham – ასე ერქმევა ახალ სამოსს, რომელიც მომავალ წელს გამოვა გაყიდვაში. ეს ცნობილი სპორტული ბრენდისა და ბრიტანელი დიზაინერის მეორე ერთობლივი კოლექცია იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები