LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი: „სკოლაში დამცინოდნენ და ჩემთან არავინ მეგობრობდა“

189

46 წლის ვიქტორია ბექჰემი ავსტრალიურ „ვოგს“ გულახდილს ინტერვიუს აძლევს. მომღერალი და დიზიანერი ამბობს, რომ ცდილობს შვილებს აუხსნას ბულინგის მნიშვნელობა. მაგალითად ვიქტორიას სკოლის წლები მოჰყავს. ის ამბობს, რომ  მუდამ დაცინვის ობიექტი იყო და მასთან არავინ მეგობრობდა: „მე ძალიან მოუხერხებელი ბავშვი ვიყავი, არავინ მემეგობრებოდა. მუდამ დამცინოდნენ და სულ მინდოდა, მათაც ეგრძნოთ ის, რასაც მე ვგრძნობდი. როდესაც ჰარპერი სკოლაში წავიდა, მე მას ვთხოვე, თუ დაინახავ პატარა გოგონას, რომელსაც არავინ ეთამაშება, მიდი და შესთავაზე, გეთამაშოს. იმიტომ, რომ დედა სწორედ ასეთი გოგონა იყო“, – ამბობს ვიქტორია.

ვიქტორიამ „ვოგთან“ თავის ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომელსაც მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაუშვებს. ის ჯანმრთელი ცხოვრების წესის პუპულარიცაზაციისთვის სპეციალური პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები