LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია და ჰარპერ ბექჰემები “მაკნატუნას” დაესწრნენ (ფოტო)

159

ვიქტორია ბექჰემი 4 წლის ჰარპერთან ერთად ლონდონის Royal Opera House-ის მიერ დადგმულ „მაკნატუნას“ დაესწრო. დიზაინერმა ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსა.

20151224-viki-post

„ჩვენს პატარა ბალერინას უყვარს „მაკნატუნა,“ – დაწერა ვიქტორიამ სპექტაკლის დაწყებამდე.

ერთი საათის შემდეგ განთავსებულ ფოტოზე კი უკვე მხოლოდ დიზაინერი ჩანს.

20151224-viki-2

ჰარპერი მშობლებს ბალეტზე დაჰყავთ, თუმცა პატარა გოგონას მისი მამისა და ძმების მსგავსად სპორტიც ძალიან მოსწონს.

„ცოტა ხნის წინ მან განმიცხადა : „დედა, მე ფეხბურთის თამაში მინდა!“ მისი სურვილი მტკივნეულია ჩემთვის, მყავს სამი ბიჭი, რომლებსაც ფეხბურთის თამაში სურთ. ნუთუ არ შეიძლება, ოჯახში ვინმეს უყვარდეს ცეკვა და მოდა?!“ – ამბობს ვიქტორია.

20151224-viki-3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები