LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზის და მილიონერის სიყვარულის ისტორია – ჟასმინ ტუკსის უზარმაზარი ბრილიანტი

117
jasmintusk

,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზი და ,,სნეპჩეტის” ხელმძღვანელი დაინიშნენ. 29 წლის ტოპ–მოდელი ჟასმინ ტუკსი და პოპულარული აპლიკაციის 30 წლის მფლობელი ხუან დავიდ ბორერო ქორწილისთვის ემზადებიან.

„თანახმა ვარ, ჩემო სიყვარულო !“ – ასეთი წარწერა გაუკეთა ჟასმინმა ფოტოს, რომელზეც მის ხელს უზარმაზარი ბრილიანტი ამშვენებს.

მილიონერმა საყვარელი ქალისთვის ნიშნობის ბეჭედი სპეც–შეკვეთით დაამზადებინა და მას 7–კარატიანი ძვირფასი ქვა ამშვენებს. სამკაულის ღირებულება 250 ათასი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ჟასმინი და ხუანი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან და ურთიერთობის გაოფიციალურება ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები