LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვირო მადლიო” – სააკაშვილი, სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძეზეა ნაწყენი

525
61783343-2516316188398747-2632893709263306752-o (1)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც გუშინ საღამოს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის კრიტიკა დაიმსახურა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ მისი მმართველობის დროს, ბიზნესმენს ავიწროებდა

მანამდე ყოფილი პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მან ხაზარაძე და ივანიშვილი ერთმანეთს შეადარა და აღნიშნა, რომ  საქართველოს წვრილი მევახშეების დამატება აღარ სჭირდება. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა სააკაშვილს ტონისა და სიტყვათა წყობის შერჩევა ურჩია, ასევე ისაუბრა, რომ ბიზნესზე ზეწოლა იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც, საქართველოს ექსპრეზიდენტმა “ფეისბუქის” გვერდზე სტატუსი დაწერა. 

ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავზე - სააკაშვილი ხაზარაძეზე და ლაზიკაზე

თურმე, ამ ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე.

ვირო მადლიო-აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი. როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს:
2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ. ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ”, – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები