LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვირუსების პერიოდში რადიკალურ დიეტებს თავი აარიდეთ“ – ნატა გაგუას რეკომენდაციები

nata-gagua

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას, გადაცემასი “სტუმრად ექიმთან” ვრცლად ისაუბრა იმაზე, რამდენად ბალანსირებული და მოზომილი უნდა იყოს ჩვენი საახალწლო მენიუ. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ნატა გაგუამ გაამახვილა ყურადღება, არის ვირუსების პერიოდი და დიეტა. დიეტოლოგი ამბობს, რომ სეზონური გრიპის პერიოდში მკაცრი დიეტებისგან თავის შეკავება სჯობს. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა სეზონური გრიპის ვირუსის პიკია, ჩვენ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

„ჩვენი საზოგადოება ორი პერიოდისთვის ემზადება საგანგებოდ, ეს არის ახალი წელი და ზაფხული. ზამთარში ძალიან მაღალია ვირუსით დაავადების რისკი, ამიტომ თქვენს მსმენელს ვთხოვ, რომ ამ დროისთვის რადიკალურ დიეტებს თავი აარიდონ. საახალწლო პერიოდში ვერ გავექცევით მძიმე და კალორიული საკვების მიღებას და შეიძლება უკურეაქცია მივიღოთ, დაბრუნდეს დაკლებული წონა და გამოვიწვიოთ რაიმე დაავადებაც. პირველ რიგში ჯანსაღი კვება გულისხმობს ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვების მიღებას. განსაკუთრებით მათთვის, ვინც მარხვაზეა, ვიტყვი, რომ შეუძლიათ იკვებონ მრავლფეროვნად. სასურველია კვებისას ყველა ჯგუფის პროდუქტი გამოვიყენოთ. საკვები უნდა მივიღოთ ჯერადად და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გამოყენებული პროდუქტის ხარისხი და მომზადების წესი. ძალიან მნიშვნელოვანია წყლის სწორი მიღება. ერთ კილოგრამ მასაზე აუცილებელია 30 მლ წყალი, თუმცა ეს წესი ეხება ნორმალური წონის მქონე ადამიანებს. თუკი საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან, ან სიმსუქნის ხარისხია, საშუალოდ 2 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო. წყლის მიღების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე და ჭამიდან მინიმუმ ერთი საათის შემდეგ“.

 

ნატა გაგუა: „ჭარბი წონის შემთხვევაში სრული შიმშილი და განტვირთვის დღე არ ამართლებს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები