LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსი არ გამქრალა, “ინდური შტამი” რომელიც ძალიან ფართოდ ვრცელდება, გვაშფოთებს: მერკელი

89
1

გერმანიის კანცლერი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების კლება სასიხარულოა, თუმცა ვირუსის ე.წ. “ინდური შტამი” მაინც შეშფოთებას იწვევს.

ანგელა მერკელმა ამის შესახებ ფედერაციების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსი არსად გამქრალა:

“ბოლო პერიოდში გერმანიაში კოვიდსიტუაციის გაუმჯობესება სასიხარულო ფაქტია, მაგრამ პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

“დელტა ვარიანტი”, ე.წ. “ინდური შტამი”, რომელიც დიდ ბრიტანეთში ძალიან ფართოდ ვრცელდება, გვაშფოთებს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ვირუსი არ გამქრალა.” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, წინ ზაფხულია, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან ბევრ შესაძლებლობას ქმნის, თუმცა მნიშვნელოვანია რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე ყურადღების გამახვილება, რათა ქვეყანამ სიტუაცია ეფექტიანად მართოს.

ამ დროისთვის, გერმანია მსოფლიო კოვიდრუკაზე მეთერთმეტე ადგილზეა – ჯამში, 3 718 617 შემთხვევითა და 90 283 გარდაცვლილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები