LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს – ელჩი

676
euanan3-1579919471 (1)

“ქალაქ ვუჰანში, სადაც არის მთავარი წყარო ამ ინფექციის გავრცელების იმყოფება საქართველოს სამი მოქლაქე. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი და ისინი არიან უსაფრთხოდ,”- ეს განცხადება “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბრისას, ჩინეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საკმარისი რაოდენობის საკვები და თავს ნორმალურად გრძნობენ. როგორც არჩილ კალანდიამ აღნიშნა, მოქალაქეები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გადიან გარეთ, პირბადეებით, ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რომ ინფექციების რაოდენობა ლოკალიზებული იყოს.

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი

საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვირუსის გავრცელების რუკაზე საქართველო მწვანე ზონაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის საფრთხე ქვეყანაში მინიმალურია. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართული საკოორდინაციო შტაბის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრები საქართველოს აეროპორტებშიც შემოწმდებიან. ქვეყანაში სასაზღვრო კონტროლის გავლისას მგზავრებს სპეციალური აპარატით შეამოწმებენ.

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება"

კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევბი ჩინეთის საზღვრებს გასცდა.ამერიკის, ტაილანდის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის გარდა ახალი ვირსუის შემთხვევები გამოვლინდა ევროპაშიც. საფრანგეთის ჯანდაცვის საინისტროს ინფორმაციით ინფიცირებულია ორი ადამიანი.კორონა ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაშიც.

კორონავირუსი ავსტრალიაშიც დაფიქსირდა, ჩინეთში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები