LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები – ბიძინა კულუმბეგოვი

245
untitled-design-14-1

იმუნოლოგ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა.

“ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები”- აღნიშნა კულუმბეგოვმა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ვაქცინაციიდან გამომდინარე მას აქვს მოლოდინი, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას არ გამოიწვევს.

„ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე გეტყვით. ბრიტანეთის გარდა 33 ქვეყანაშია კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტი აღმოჩენილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამის დომინირების მასშტაბები ამ ქვეყნებში შეიძლება მხოლოდ მარტის თვეში გახდეს შესაძლებელი.

ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ღია საზღვრის პოლიტიკა და არ ვართ ევროკავშირის და შენგენის ტიპის ქვეყანა, უარესი სცენარის შემთხვევაში ნაკლებად წარმომიდგენია მან დომინირებული როლს ზაფხულამდე მაინც მიაღწიოს, რადგანაც ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ეს კონკრეტული ვარიანტი ვერ მოგვაყენებს, თუმცა გრძელვადიანში შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები