LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ფანჯრებთან დაუკრავს ხვალ ბექა გოჩიაშვილი

2861
cenceptart2021

ფოტო ილია ბაბურაშვილი

კონცეპტArt“-ის  პროექტს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“, რომელიც  მაყურებელმა ყველაზე თბილი გამოხმაურებით დააჯილდოვა,  12 თებერვალს „აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს,  მომდევნო გაჩერება  კი  გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში იგეგმება.

მონატრებული მსმენელის ფანჯრებთან აქსის თაუერსის ტერასაზე,  ბექა გოჩიაშვილი დაუკრავს ნიკოლოზ რაჭველთან, ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე და მარიამ ჯანჯღავა (Janngo). ერთ-ერთ კომპოზიციაზე ქორეოგაფიული ნომერს თინათინ წულაძე და ბაჩანა ჭანტურია შეასრულებენ. საღამოს ბახვა ბრეგვაძე გაუძღვება.

თუკი შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი მოვა შენთან –  ასეთია საავტორო  კონცეფცია, რომლის მიზანია შინ გამოკეტილ მოსახლეობას გაუზიაროს სიხარული,  მოძრავი სცენით ეწვიოს საკუთარ  ეზოში და გაუმართოს  კონცერტი მათთვის ძვირფას არტისტებთან ერთად.

პროექტის ავტორი –  თეონა ჯორბენაძე,  მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი,  დამდგმელი მხატვარი –  ვანო ჭელიძე.

პროექტი თბილისის მერიის მხარდამჭერითა და პატრონაჟით ხორციელდება.

12 თებერვალს კონცეპტArt-ის და აქსისის ფეისბუქ  გვერდებზე 21:30 საათზე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი დაგეგმილ კონცერტს.

პროექტის მასპინძელია – აქსის თაუერსი, თანამედროვე თბილისის ახალი ლენდმარკი ჭავჭავაძის 37-ში.

მუსიკა შენს ფანჯრებთან – კონცეპტArt საკონცერტო სეზონს ხსნის

ვიდეო: როცა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მოძრავი სცენით თქვენივე ეზოში გეწვევათ და ნიკოლოზ რაჭველის “სიმფონიურ ხორუმს” შეგისრულებთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები