LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც დღეს კობახიძის „გეგმის და დაპირების” სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა: მამუკა ხაზარაძე

71
img-20201118-wa0038

“ვისაც დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „გეგმის და დაპირების” სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა”, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი.

„ვისაც დღეს კობახიძის „გეგმის და დაპირების” სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა. პროპორციული არჩევნები ასე ჩააგდეს, შარლ მიშელის შეთანხმება ასე გადახიეს, სხვას აღარ გაგახსენებთ… კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ. მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი, თუ საქართველოს ევროპული მომავალი გვინდა“, – წერს ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები