ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მღერის.

ნათია ფანჯიკიძე წერს:

“თავი სიზმარში მგონია, ხაზარაძე ქუჩაში მღერის სიმღერებს გოგოებზე. მართლა, მართლა, ტრუბადურივით შეყვარებულურ სიმღერებს მღერის ❤ , სამშობლო და ბრძოლის ყიჟინა მომესმა კი არაო, ერთი გოგო დამეკარგაო, ჩემიკაი. ახლა ვნახე რეკლამაში. ხოდა, ვისაც გოგო დაჰკარგვია და ვისაც უპოვნია კიდევ, სულყველამ გვერდში მიგულოს.

მთლად საჩემო არჩევნები ხდება მგონი, დანარჩენ სისხლების გასხმაზე თუ თვალებს დავხუჭავ”,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

Ad desktop banner Ad mobile banner

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები