LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც მათი დახმარება გსურთ… ალექსანდრე ქორიძემ მიაგნო მოხუცს, რომელიც სხვის ბავშვს ზრდის (ვიდეო)

902
322332

გასულ კვირას, ალექსანდრე ქორიძის მიერ გამოქვეყნებულმა სურათმა, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელიც ფოტოზე ძალიან საყვარელ “სხვის” ბავშვთან ერთად იყო, ბიჭს თავად ზრდიდა.

მოხუცი ალექსანდრე ქორიძემ ნაგავსაყრელზე ნახა და რთული არ არის იმის მიხვედრა, როგორი სოციალური მდგომარეობა აქვს მას. ამის გამო, მისი დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.

ალექსანდრე ქორიძემ ისინი მეორედ იპოვა და ვიდეოც გადაუღო. ახლა ის მამაკაცის მობილურის ნომერს და საცხოვრებელი სარდაფის მისამართსაც აქვეყნებს, იმისთვის, რომ დახმარების მსურველებმა მოხუცი მარტივად მოძებნონ:

„ვისაც უნდა დახმარება – თბილისი, ამბროლაურის 166, სარდაფი, ტელეფონი – 574009379, ალიკა!“

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას ალექსანდრე ქორიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მოხუცი კაცი ბავშვთან ერთად არის გამოსახული. როგორც ალექსანდრე წერდა, მოხუცი ნაგავში იქექებოდა, ბავშვი კი თან ჰყავდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვი მისი არ არის, მაგრამ პატარაობიდან ზრდის…

“ცხოვრობენ საბურთალოზე სარდაფში, თვეში 250 ლარს იხდიან. ბავშვს ნიკოლოზ შარაშენიძე ჰქვია, ორი წლისაა. დიკენსის მოთხრობები გამახსენდა…“

„ბავშვი მისი არ არის, თუმცა ბავშვობიდან ზრდის…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები