LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, ვისაც საკუთარი IQ-თი მოაქვს თავი, ყველაზე დიდი უიღბლოა” – სტივენ ჰოკინგის ციტატები

1482
stiven-hokingi

ცნობილმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა 76 წლის ასაკში, შავი ხვრელისა და სამყაროს დიდი აფეთქებით შექმნის თეორიის შემუშავებით, უზარმაზარი წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში. გთავაზობთ ჰოკინგის პოპულარულ ციტატებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ გაგებასა და ცხოვრების სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.

ციტატები ცხოვრებაზე 

  • როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ყოველთვის შეიძლება ნიჭის, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენება და წარმატების მიღწევა.
  • შეხედეთ ვარსკვლავებს, დაფიქრდით რას ხედავთ და შეეცადეთ გამოიცნოთ სამყაროს საიდუმლო. ერთი სიტყვით, გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა.
  • ალბათ, ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, რომ არ იყოს ასეთი სასაცილო.
  • საყვარელი საქმე ცხოვრებას აზრს მატებს, რომლის გარეშე ის ცარიელი და საშინლად უინტერესო იქნებოდა.
  • როცა მოლოდინი არა მართლდება, ადამიანი იმას დაფასებას სწავლობს, რაც გააჩნია.
  • ადამიანები ვერსადროს მოიცლიან თქვენთვის, თუ გაბრაზდებით და სულ იწუწუნებთ ცხოვრებაზე.
  • ეცადეთ, გაერთოთ და ნებისმიერ სიტუაციაში მოძებნოთ ბედნიერების მიზეზი.
  • იქ, სადაც ცხოვრებაა, იმედიც ყოველთვის იქნება.

ციტატები ინტელექტზე 

  • ინტელექტი – ცვლილებებს სწრაფად მორგების უნარია.
  • განათლების პირველი მტერი არა უვიცობა, არამედ ყველაფრის ცოდნის ილუზიაა.
  • ის, ვისაც საკუთარი IQ,-თი მოაქვს თავი – ყველაზე დიდი უიღბლოა.

ციტატები ფილოსოფიაზე 

  • მართალია, ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ყველას ერთნაირი სურვილები და სისუსტეები აქვთ.
  • მარადიული არაფერია, მათ შორის არც სამყარო, რომელსაც დასაწყისი აქვს და აუცილებლად დასასრულიც ექნება.

ციტატები საკუთარ თავზე 

  • სუპერგმირად ქცევის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სუპერმენი ვიქნებოდი, რადგან მას ყველაფერი აქვს, რაც მე მაკლია.
  • მინდა ვიცოდე, რატომ არსებობს სამყარო. რატომ არის ცოტა მეტი, ვიდრე არაფერი.
  • შეზღუდული შესაძლებლობების ადამაინებს ვურჩევდი იმ საქმეებზე გაამახვილონ ყურადღება, რაშიც ავადმყოფობა არ აფერხებთ და არასდროს ინანონ ის, რაც არ გამოსდით.
  • მე ბავშვი ვარ, რომელმაც გაზრდა არ მოისურვა.
  • მინდა ვმართავდე ავტომობილს და არა ადამიანებს!
  • მართალია, ვერ ვმოძრაობ და მხოლოდ კომპიუტერის დახმარებით ვსაუბრობ, მაგრამ მე მაინც თავისუფალი ვარ!

ციტატა ქალებზე 

ჩემთვის ქალი ნამდვილი გამოცანაა, რომელსაც ვერასდროს ამოვიცნობ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები