LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც უნდა ევროპა უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ…ვინც არ გვიერთდება ის ჩანს რომ უარს აცხადებს: პაპუაშვილი

131
შალვა-პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების შეთავაზებაზე ჯერჯერობით ოპოზიციისგან არ ყოფილა ისეთი პასუხი, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას შეუწყობდა ხელს.

არჩევანი დღეს არის მარტივი, ვისაც უნდა ევროპა უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში. ვინც ჩვენ არ გვიერთდება ის თავისთავად ევროკომისიის ამ წინადადებებზე ჩანს, რომ უარს აცხადებს. პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვადები არის განსაზღვრული. – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ, ეს გახლავთ ხელისუფლების პასუხიმგებლობა, რომ ეს 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ გზას ისინი გვთავაზობენ ქვეყნის უკან დახევას, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ეს არეულობა საბოლოო ჯამში აწყობს რუსეთს და არ აწყობს ევროპას,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პოპულალურები