LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს მან ეს ძალიან კარგად იცის – კახა კალაძე

1015
1345466598

“მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს მან ეს ძალიან კარგად იცის,-“ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სოციალურ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჩვენებს მანქანიდან შუა თითს. კახი კალაძემ აღნიშნა, რომ თავშეკავებით არ გამოირჩევა და თითი მეგობარს უჩვენა.

“ეგ ვიდეო მეც ვნახე და არ ვიცი რა დავარქვა. დავარქმევდი სამარცხვინოების უმაღლეს მწვერვალს და წერტილს. ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ მზადდება ფეიკ ნიუსები,-განაცხადა კალაძემ და განმარტა, იმის თქმა, რომ თითი აქციის მონაწილეებს აჩვენა იყო არასწორი ინტერპრეტავცია.

კახა კალაძემ აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა (ვიდეო)

დედაქალაქის მერმა ისიც აღნიშნა, რომ თავშეკავებით არ გამოირჩევა და თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს.

“მე ჩემს მეგობარს, რასაც ვაჩვენებ ჩემი საქმეა.”-აცხადებს თბილისის მერი.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა ეს განცხადება წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გააკეთა, სადაც თბილისის მერიამ სულ ცოტა ხნის წინ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტი ძველ თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები