LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისი იყო ფული? – ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის ყიდვაზე

988
ოქრუაშვილი-კურიერში

დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ისევ გაიმეორა, რომ „რუსთავი 2“ ეკუთვნის მას და არა ქიბარ ხალვაშს – ამჟამინდელ ოფიციალურ მფლობელს.

„კურიერის“ წამყვანის, ნოდარ მელაძის კითხვაზე, „ვისი იყო ფული?“ – ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა:

„ყოველთვის მქონდა გარკვეული ბერკეტები იმისთვის, რომ გარკვეული საქმისთვის და ეს არ იყო მარტო „რუსთავი 2“, ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი და ხელისუფლებას დავუპირისპირდი, მქონდა გარკვეული ბერკეტი, გარკვეული ფინანსების მოზიდვის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ხომ იმ დროს ხდებოდა, როცა ის ყოფილი ხელისუფლების მინისტრი იყო? ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა:

„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც-მეთქი, ამას ვამბობ. სააკაშვილის დროს რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა საკუთარი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესების მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება. იგივე მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არა მარტო ეს ფული. ბევრი სხვა გარიგეგების დაფინანსების ფული. არასდოს ფული ჩემთვის არ ყოფილა მნიშვლნეოვანი“.

ნოდარ მელაძის კითხვაზე, ეს ხომ არ იქნება ერთგვარი აღიარება, რომ მაშინდელი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი „ვიღაცაზე ზეწოლას ახდენდა“ და ფულს სძალავდა, ოქრუაშვილმა თქვა, რომ „ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ მე ფული მოვთხოვე, არა ამ საქმისთვის არამედ მე ფული მოვთხოვე“.

ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს როდესაც დაიბრუნებს, მას 10 ჟურნალისტს გადასცემს. მან ასევე ისაუბრა დვალზე და აქიმიძეზე და აღნიშნა, რომ მათ 1.2 მილიონი დოლარი აქვთ „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გზით მიღებული და ახლა ტყულიად „წუწუნებენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები