LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლში, სმარტში, ვენდისსა და დანკინში Apple Pay-ის გამოყენებით გადახდისას საჩუქრები გელით

148
ვისა

ვისოლ ჯგუფმასაქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის – Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან  ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო და 3 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ პროდუქტების შეძენისას Apple Pay-ის გამოყენებით, VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში, ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრები ელით.

ვისოლსადასმარტში“ 20 ლარის ღირებულების პროდუქტის შესყიდვისას მომხმარებელი საჩუქრად სამოგზაურო ჩანთას, ან Power Bank- მიიღებს, „ვენდისში“ 5 ლარის დანახარჯის სანაცვლოდ მომხმარებელი ჯერ კიდევ ცხელ სექტემბერში უგემრიელესი ნაყინით გაგრილდება, ოქტომბერში კი ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ჩიზბურგერს მიიღებს, დანკინში“  კი ერთგულ მომხმარებელს 5 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას ნებისმიერი კლასიკური დონატი ელის დესერტად.

შეგახსენებთ, მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა – Apple Pay-ი – მობილური გადახდის ფორმაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან მოწყობილობის პაროლით.

„ვისოლს“ VISA International Service Association-თან  თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება  აქვს. სააღდგომო აქციის ფარგლებში, „თიბისი ერთგულთან“ ერთად 50 ლარის შესაძენზე მომხმარებელი 5 ერთგულ ქულას იღებდა საჩუქრად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/featured-technologies/Apple-Pay.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები