LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთან შექმნის ”გირჩი” პოლიტიკურ ალიანსს?

143

”ჯერჯერობით, რაიმე ალიანსზე საუბარი ადრეა, უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება პროცესები”, ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრის ”გირჩის” წევრმა დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიტიკური კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით, რაიმე კონსულტაცია არ გვაქვს, მაგრამ, ზოგადად, ადამიანმა, ალბათ, არაფერი უნდა გამორიცხოს.

”ერთი თვის წინ იყო სრულიად განსხვავებული სიტუაცია, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობაში, ”ქართულ ოცნებასთან” ერთად, იყვნენ ”რესპუბლიკელები” და სხვა პარტიები. დღეს ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილია და არჩევნებში ყველა სუბიექტი ცალკ-ცალკე იღებს მონაწილეობას. ასეთ ვითარებაში, წინასწარ, რაიმეს თქმა რთულია” – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩი” ხელისუფლებას, მაჟორიტარული სისტემის ჩასანაცვლებლად, სთავაზობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას. შესაბამისი კანონპროექტი გასული წლის დეკემბერში მოამზადეს. როგორც პავლე კუბლაშვილი ამბობს, საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ  ”ქართული ოცნებისთვის” არ არის მისაღები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები