LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი შერიგდნენ – დონალდ ტრამპი

132
BeFunky-collage (5)

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა. საუბარია რუსეთის პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე.

პუტინმა თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის შესაძლებლობების გაერთიანება ევროპასა და მსოფლიოში გლობალური კონკურენტის შექმნას ნიშნავს, რაც არავის სურს.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისურვებდა, უკრაინა და რუსეთი შერიგდნენ. 

„ვისურვებდი, რომ ისინი შეთანხმდნენ. ეს შესანიშვანვი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა „თაიმს ოფ ისრაელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგმა დადებითი შედეგები მოიტანა. ვლადიმირ ზელენსკიმ მაგალითებად დაკავებული პირების გათავისუფლება და ქერჩის ინციდენტის მონაწილე გემების დაბრუნება დაასახელა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პუტინს მისი პოზიციის ესმის და ეთანხმება ფაქტს, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები