LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიტამინების და სხვადასხვა სახის საკვები დანამატების გადაჭარბებით მიღება ორგანიზმისათვის მავნებელია – კვლევა

455
vitamin-news121322323

ვიტამინების ინდუსტრიის ყოველწლიური ბრუნვა 37 მლრდ დოლარია, თუმცა ახალი კვლევების თანახმად მათი მიღება სულაც არაა აუცილებელი ყველასთვის და ყოველთვის.

ახალი კვლევების თანახმად, ადამიანების უმეტესობას ვიტამინების მიღება ჯანსაღად მომზადებული საკვებიდან და ცოცხალი ხილ-ბოსტნეულიდან შეუძლია ისე, რომ მათი ცალკე, ტაბლეტებისა და დრაჟეების სახით მიღება არ სჭირდება.

მკვლევართა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ვიტამინები მხოლოდ მაშინ უნდა ვსვათ, თუ ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემის გამო ორგანიზმს საკვებიდან მათი სრულფასოვნად ათვისება არ შეუძლია.

აღნიშნული კვლევების თანახმად ვიტამინების და სხვადასხვა სახის საკვები დანამატების გადაჭარბებით მიღება ორგანიზმისათვის მავნებელია და ბევრი მათგანი დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანოს დაავადებების რისკების მომატებასთან.

მულტივიტამინები

მათი მიღება შესაძლებელია ჯანსაღი, დაბალანსებული კვების რეჟიმით. ჟურნალ Circulation-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მულტივიტამინების მიღება საერთო ჯამში სულაც არ აუმჯობესებს გულის მდგომარეობას. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მათი მიღება სულაც არ ამცირებს გულის დაავადებების ან გულის შეტევის განვითარების რისკებს, როგორც ამას აქამდე მიიჩნევდნენ.

ვიტამინი D

სხვა ვიტამინებით განსხვავებით მეცნიერები გვირჩევენ მივიღოთ D ვიტამინი ძვლების სიჯანსაღისათვის, რადგან ორგანიზმს მისი საკვებიდან ათვისება უჭირს.
D ვიტამინი გვეხმარება კალციუმის ათვისებაში და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობისათვის. აღსანიშნავია, რომ საკვების გარდა D ვიტამინის მიღება მზის აბაზანების მიღებითაა შესაძლებელი, თუმცა ამის გაკეთებას პერმანენტულად ცოტა ადამიანი თუ ახერხებს.
ითვლებოდა, რომ D ვიტამინი შესაძლოა ყოფილიყო საშუალება თავის ტვინის ფუნქციების სხვადასხვა სახის დარღვევებისაგან თავის დასაცავად, თუმცა ბოლო კვლევები არ ადასტურებს, რომ D ვიტამინის მოხმარებამ შესაძლოა შეამციროს ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადების, ამ გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკები.

D ვიტამინით მდიდარია თევზეული, ზღვის პროდუქტები და სოკო.

ანტიოქსიდანტები

უარი თქვით ტაბლეტებზე და სანაცვლოდ მიირთვით კენკრა.მიუხედავად იმისა,რომ ვიტამინები A, C და E ანტიოქსიდანტებია, რომლებიც გარკვეული სახის სიმსივნეების წარმოქმნის რისკებს ამცირებენ, მკვლევარები გვირჩევენ ისინი მივიღოთ ცოცხალი ხილიდან, მასით განსაკუთრებით მდიდარი კი ყველა სახის კენკრაა.
საინტერესო ფაქტია, რომ იმ მწეველ მამაკაცებს შორის რომლებიც ვიტამინ A-ს ტაბლეტების სახით იღებდნენ უფრო ხშირი იყო ფილტვის კიბოთი დაავადების შემთხვევები, ვიდრე მათ შორის ვინც ვიტამინს არ იღებდა. A ვიტამინით მდიდარია ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, სხვადასხვა სახის ყველი, მაგრად მოხარშული კვერცხი და ღვიძლი. E ვიტამინს უხვად შეიცავს თხილეული, ნუში, მზესუმზირა, ასევე კივი.

ვიტამინი C

მიიღეთ იგი ციტრუსებიდან. უდიდესი ალბათობით ვიტამინი C ვერ დაგეხმარებათ გაციებასთან ბრძოლაში, სამაგიეროდ მისი გადაჭარბებული დოზით მიღებამ შესაძლოა გაგიჩინოთ კენჭები თირკმელში. C ვიტამინს დიდი ოდენობით შეიცავენ ციტრუსები, ასევე კივი,მარწყვი და ბროკოლი…

ვიტამინი B3

ტაბლეტები არც ამ შემთხვევაშია საჭირო. ვიტამინის საჭირო დოზის მიღება ორაგულის და ჭარხლის მიირთმევთ შეიძლება.
უახლესმა კვლევებმა ვერ დაადასტურა ადრე გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ვიტამინი ორგანიზმს გულის და ტვინის დაავადებებისაგან იცავს. სამაგიეროდ დადგინდა, რომ მისმა გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება ღვიძლის პრობლემები გამოიწვიოს. ვიტამინი B3 უხვად გვხვდება ხორცეულში. მას უხვად შეიცავს საქონლის ხორცი და ღვიძლი, ასევე ღორის და ინდაურის ხორცი, ქათმის ფილე და მიწის თხილი.

პრობიოტიკები

პრობიოტიკების ინდუსტრიას, რომლებიც საერთო ღირებულებაც 38 მლრდ დოლარია, ჯერ არ წარმოუდგენია ისეთი ბაქტერიის შემცველი ტაბლეტი, რომელიც არ შეიძლება ბუნებრივი სახით, საკვებიდან მივიღოთ. ბაქტერიებს, რომლებიც აუცილებელია ნაწლავური ფლორის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ადამიანის ორგანიზმი ჯგუფიდან და ფერმენტებით მდიდარი სხვა საკვებიდან იღებს.

თუთია

მისი მიღება აუცილებელია. ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ C ვიტამინისაგან განსხვავებით, თუთიას ნამდვილად შეუძლია ორგანიზმს გაციებასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

ვიტამინი E

მიირთვით ისპანახი ტაბლეტების მაგიერ. შეგიძლიათ მიიღოთ სხვა მუქი მწვანე ფერის ბოსტნეულიც.E ვიტამინს ასევე უხვად შეიცავს თხილეული, ნუში, მზესუმზირა და კივი.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა არის B ვიტამინი, რომელიც ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოქმნაში ეხმარება. აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციაა, ფოლიუმის მჟავა მიიღოს ყველა ორსულმა ქალმა, ასევე იმ ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. მისი მიღება ორსულობამდე მინიმუმ სამი თვით ადრე უნდა დავიწყოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები