LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება საგანგაშოა, ძალიან მძიმე ზამთრის დასაწყისი გველის – იმნაძე

102
პაატა-იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეპიდვითარების შეფასებისას, არსებულ სიტუაციას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი ელის.

როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, აუცრელ პოლპულაციაში ძალიან მაღალი იქნება როგორც ავადობის, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი:

“ყველანაირი ფორმულით, ყველანაირი პროგნოზით, ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება არის საგანგაშო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა.

ჩვენ ახლა არ ვითვლებით აცრილ პოპულაციად, რადგან დაახლოებით, მესამედია აცრილი. აქედან გამომდინარე, ეს არის არააცრილი პოპულაცია.

არააცრილ პოპულაციაში ავადობა იქნება ძალიან მაღალი და სამწუხაროდ, სიკვდილიანობა ისეთივე, როგორც ჩვეულებრივ არააცრილ პოპულაციაში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

პაატა იმნაძე: მომხრე ვარ, არავაქცინირებულ ადამიანებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები