LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება საკმაოდ რთულია, ვმუშაობთ დამატებითი საწოლების მობილიზებაზე: გაბუნია

74
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ ვითარება საკმაოდ რთულია.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურადაა მობილიზებული, სექტორში ყოველდღიურად დამატებითი საწოლფონდი ერთვება, მობილიზებულია 6 800-მდე საწოლი და ასევე დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობენ:

“ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის.

ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურადაა მობილიზებული, ყოველდღიურად დამატებითი საწოლფონდი ერთვება – 6800-მდეა უკვე მობილიზებული და დამატებითი საწოლების მობილიზებაზე მუშაობა მიდის. ასევე კოვიდსასტუმროს მობილიზებაც მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ნიღბების გამოყენება, ასევე სწრაფი ვაქცინაცია, თავშეყრისგან თავის შეკავება ეს იქნება საშუალება, რომ პიკი, რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები