LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითიბი ბანკი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად 200 000 ლარს გამოყოფს

63
DD

ვითიბი ბანკი, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საწყის ეტაპზე 200 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც ახლა დგას მთელი ქვეყანა.

აღნიშნული თანხა ჩაირიცხება სპეციალურად COVID 19-ის შესაჩერებლად #StopCov გახსნილ ფონდში საქართველოს ბიზნესასოციაციის მეშვეობით.

“ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და გუნდურობა ამ ურთულესი მდგომარეობის დასაძლევად.  სწორედ ამიტომ, გვსურს, კონკრეტული ქმედებებით, გვერდში დავუდგეთ როგორც ბანკის მომხმარებლებს, ასევე სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას”, – აცხადებენ ბანკში.

ვითიბი ბანკის მიერ, კრიზისის დასაძლევად განხორციელებული დამატებითი ქმედებების შესახებ, საზოგადოება უახლოეს მომავალში ეტაპობრივად შეიტყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები