LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი ბანკი“ ქსელს აფართოებს

111
45099840-2053067978087625-641136225272463360-n

ვითიბი ბანკიქსელს აფართოებს. თბილისში, „ვითიბი ბანკის“ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა, რომელიც, უნივერსიტეტის ქუჩა # 17ა-ზე მდებარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.

„აღნიშნულ წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. სერვისცენტრში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, საიდანაც კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია“, – აცხადებენ „ვითიბი ბანკში“.

ცნობისთვის,  „ვითიბი“ საქართველოში ამჟამად 34 წერტილით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები