LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი ბანკის“ თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

99
60583692-2340823379312082-6842207524746166272-n

13 -დან  15 სექტენბრის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი „ვითიბი ბანკის“ თასზე – VTB CUP.  შეჯიბრში წარმოდგენილი  იყო – წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, ხოლო გენერალური სპონსორი „ვითიბი ბანკი“.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მხედრები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან.

ტურნირის ორი ეტაპი 13 და 14 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი 15 სექტემბერს ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული, დიდი და პატარა გრანპრის მფლობელი გახდა ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე.

„ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, „ვითიბის“ თასზე ტურნირი უკვე მეხუთე წელია რაც იმართება, აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული საცხენოსნო სპორტის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ამ ულამაზესი სპორტის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას“, – განაცხადა „ვითიბი ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები