LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი“ მსურველებს შემოსავლის დაფიქსირებას Mastercard Debit ბარათზე სთავაზობს

159

„ვითიბი ბანკი“ ყველა მსურველს შემოსავლის დაფიქსირებას Mastercard Debit ბარათზე სთავაზობს.

ბანკის ინფორმაციით, მათი ახალი შეთავაზება შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პირს დააფიქსიროს საკუთარი შემოსავალი ბანკში. იმ პირებს, ვისი შემოსავალიც არ ირიცხება არც ერთ ბანკში, არიან თვითდასაქმებული ან სისტემატიურად იღებენ ფულად გზავნილებს, შეუძლიათ თანხა შეიტანონ აღნიშნულ ბარათზე და ისარგებლონ სახელფასო კლიენტის ყველა უპირატესობით.

„ვითიბი ბანკის” ცნობითვე, Mastercard Debit ბარათზე ასევე შესაძლებელია ხელფასის გადმოტანა ან სხვა ნებისმიერი შემოსავლის სისემატიური ჩარიცხვა. საბანკო მომსახურების გარდა, Mastercard Debit ბარათის მფლობელები შემდეგი შეღავათებით ისარგებლებენ:

  1. სესხის აღებისა და განვადების დამტკიცების გამარტივებული პროცედურა,
  2. თანხის უფასოდ განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან,
  3. ბარათის უფასო დაზღვევა 1 წლით,
  4. გაორმაგებული ბონუს ქულები.

ცნობისთვის, Mastercard Debit ბარათი შეუძლია აიღოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქემ, ამისთვის საჭიროა მიმართოს „ვითიბი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები