ვითიბი ბანკი პორშესმარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სპეციალურ ფასს სთავაზობს და საჩუქრად გადასცემს საგზურს სტამბოლში, „პორშეს“ დაუვიწყარ ავტო-შოუზე – Porsche on Track.

„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, „ვითიბი ბანკისა“ და „პორშეს“ ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს თებერვლის ბოლომდე.

საგზური მოიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს – თბილისი – სტამბოლი – თბილისი; განთავსებას 2 ღამით 5 * სასტუმროში – Radisson Blu Tuzla; საუზმესა და ვახშამს; „პორშეს“ შოუზე დასასწრებ ბილეთს; ტრანსფერს აეროპორტიდან (ჩამოსვლისას და გამგზავრებისას).

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად საჭიროა თანამონაწილეობა 20%-ის ოდენობით, სესხის მაქსიმალური ვადაა 60 თვე.

მსგავსი თემები