LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითიბიმ VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი – VISA Signature წარმოადგინა

124
visa-signature-PRESS-RELEASE

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი მომხმარებლებს აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ საბანკო მომსახურების ფარგლებში სთავაზობს.  

VISA Signature ითვალისწინებს: მაღალ სარგებელს ბარათზე არსებულ დადებით ნაშთზე, უფასო (საკომისიოს გარეშე) განაღდებას მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში,  LOUNGE KEY-ს პროგრამის ავტომატურ წევრობას, რაც  აეროპორტების მოსასვენებელი დარბაზებით მომსახურებას გულისხმობს, კონსიერჟის მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 24/7, საინფორმაციო, საკონსულტაციო, საორგანიზაციო, შეკვეთისა და დაჯავშნის სერვისების ჩათვლით.

ამასთან, ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფასდაკლება და ექსკლუზიური შეთავაზება, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები