LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას: ირაკლი ღარიბაშვილი

97
iraklaaaaa-e1551769505560-2021-03-13-06-38-12-017776

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყნის მასშტაბურ განახლებას იწყებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება იწყებს და რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას გულისხმობს. 

მისი თქმით, რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექნას, რაც პრემიერის ვარაუდით, 15 000 სამუშაო ადგილი იქნება და დასაქმდება რეგიონების მოსახლეობა:

“მინდა მთავრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას.

პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამავდროულად ტურისტებისთვის.

ქვეყნის რეგიონებში თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტენდერები აპრილში, ამავე კვირაში გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში მასშტაბური სამუშაოები ივნისიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები