LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიზიარებ მისი აბიტურიენტების მწუხარებას” – ნათელაშვილი ივანიშვილს

287
BeFunky-collage (3)

“ვიზიარებ მისი აბიტურიენტების მწუხარებას”, – ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ის აბიტურიენტებს ამზადებდა.

“ვიზიარებ მისი აბიტურიენტების მწუხარებას, რომლებიც მის სიახლოვეს არავის უნახავს. უფრო სერიოზულად კი ეს არსება ყველაფერში ურცხვი ცრუპენტელაა. კარის მეზობელი მაინც არ იყოს, ერეკლეს მოედანზე. ჩემს თვალწინ ყიდიდა პარფიუმერიას, შემდგომ მოსკოვიდან ჩამოტანილ ავეჯს, უფრო მეტიც მეზობლის გაყიდვაში დამხმარე ქალბატონებს შეპირებულ 50 მანეთს ხშირად არ აძლევდა რის გამოც ისინი დასახმარებლად მე მომმართავდნენ. აღარაფერს ვამბობ ბოროტ ხმებზე, რომ ნარკოტიკებსაც ყიდიდა უბანში. ეტყობა მაშინ მოუვიდა აზრად საქართველო ნარკოპლანტაციად ექცია. რისი მომამზადებელია არ გადამრიოთ დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია ჯერ კიდევ”,-წერს შალვა ნათელაშვილი.

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეასა და ზოგადად განათლების სფეროზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის აბიტურიენტებს ფიზიკა-მათემატიკაში ამზადებდა და ამით ცხოვრობდა. “სტიპენდიის გარდა სხვა შემოსავალი არ მქონია.”-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები