LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვხედავ, პოლიტიკურ ველზე რჩება ორი მსხვილი კალიბრის ფიგურა – სააკაშვილისკენ წავლენ ანტიბიძინა და პროდასავლური ხმები, გახარიასკენ – ჩამოშლილი ქართული ოცნება და ანტიმიშა: ხათუნა ლაგაზიძე

286
ხათუნა ლაგაზიძე

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას ინტერვიუს შემდეგ, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პოლიტიკურ მოვლენებს პროგნოზირებს და წერს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში,რომელიც 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, სააკაშვილი „ანტიბიძინა და პროდასავლურ ხმებს მიიღებს“, ხოლო გიორგი გახარია კი „ჩამოშლილი ქართული ოცნების და ანტიმიშას“ ხმებს მიიღებს.

„ვუსმინე გახარიას დიანასთან, ჰოდა ამ ერთხელ ვიქნები ვანგა და ვიტყვი: ვხედავ, პოლიტიკურ ველზე რჩება ორი მსხვილი კალიბრის ფიგურა – სააკაშვილი და გახარია სააკაშვილისკენ წავლენ ანტიბიძინა და პროდასავლური ხმები, გახარიასკენ – ჩამოშლილი ქართული ოცნება და ანტიმიშა. და ვინაიდან რუსეთი თამაშში რჩება, არა მგონია, დიდად მოიკლას თავი “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენაზე“,- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები