LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვხედავდი როგორ გიბრწყინავდა თვალები და ვტკბებოდი ამით” – შვილის ემოციური სიტყვები მაკა ზამბახიძეს

3340
BeFunky-collage (8)

მაკა ზამბახიძე თავის რჩეულზე, მიხეილ ჩოხელზე 20 თებერვალს დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მოგვიანებით კი  მეგობრებისა და ახლობლების წრეში დღე წვეულებით აღნიშნეს.

ახალი ფოტოები მაკა ზამბახიძის ჯვრისწერიდან – ვინ შექმნა მისი საპატარძლო კაბა

დღის მთავარმა გმირმა მაკა ზამბახიძე საკუთარ ქორწილში ბენდის „ნონ სტოპი“ მუსიკოსების თანხლებით, ცნობილი სიმღერები შეასრულა, მათ შორის შვილთან, სალომესთან ერთად.

შვილმა დედას ქორწინება ემოციური სიტყვებით მიულოცა.

“მიყვარხართ უზომოდ სიტყვები არ მყოფნის იმდენად ბედნიერი ვარ. მაინც ერთი ოჯახი ვიყავით აქამდეც მაგრამ ეს დღე იყო ულამაზესი და თითქოს ტრიუმფალურ დასაწყისად იქცა მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველაფერი ახლა იწყება გუშინდელი დღიდან.

დე ვხედავდი როგორ გიბრწყინავდა თვალები და შენს ბედნიერებას ვიზიარებდი მთელი საღამო და ვტკბებოდი ამით.

მიყვარხარ შენც და მიშკაც ბედნიერები ჯანმრთელები და უფრო მეტნი მენახეთ ,ლიკა, ქეთი უღრმესი მადლობა რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეები იყავით და თქვენთან ერთად გაბედნიერდება ჩემი ოჯახი გკოცნით მიყვარხართ”

მაკამ ქორწილში დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი კაბა მოირგო. ბედნიერი წყვილის პროფესიონალური, შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები კი ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები