LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მყოფი მობილიზებული რუსების რაოდენობა დაასახელა

76
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 50 000-მდე მობილიზებული რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.

„სპეციალური ოპერაციის ზონაში 80 000-მდე მობილიზებული მოქალაქე იმყოფება“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც მან განმარტა, სწორედ ამ რაოდენობიდან დაახლოებით 50 000 მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერსს გამოაცხადა.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

The Times-ის ექსკლუზივი: ვინ წაახალისა პუტინი უკრაინაში შეჭრისკენ – 3 რუსის ვინაობა ცნობილია

ვლადიმერ პუტინი: რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა დასრულდა, წერტილი დასმულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები