რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველად კომენტარი გააკეთა.

„ნორმანდიის ოთხეულის სამიტის” შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელმა ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის თაობაზე.

პუტინის თქმით, ხანგოშვილი იყო რუსეთის მიერ ძებნილი პირი, სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ, სხვათა შორის მოსკოვის მეტროში მორმხდარ აფეთქებაში.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსული მხარე „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელ კოლეგებს აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს.“

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05