კრემლი ვლადიმირ პუტინის 20-წლიანი მმართველობის შესახებ მასალას ავრცელებს, რომელშიც აქამდე უცნობი, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის ცეკვის ამსახველი კადრები მოხვდა.

ვიდეოში, რომელიც 2008 წელს სოჭშია გადაღებული, ჩანს, როგორ ცეკვავენ რუსეთისა და შეეთებული შტატების ლიდერები.

სოჭში სამიტი გაიმართა, რომელზეც შტატების პრეზიდენტმა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. სამიტის შემდეგ პუტინი და უმცროსი ბუში ერთმანეთს შეხვდნენ.

ეს იყო ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებისთვის პრეზიდენტის რანგში. დაახლოებით ერთ თვეში, ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05