LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

unnamed-8

მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Vogue მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს. გამოცემის ჟურნალისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა და თბილისში გამართულ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

სტატიაში თბილისის ღამის ცხოვრება, ქალაქის არქიტექტურა, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი. “თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურით გამოირჩევა, აქ ოსმალური, სპარსული, ბიზანტიური სტილის ნაგებობები ერთმანეთთან არის შეზავებული. ქალაქშია ძალიან ბევრი საბჭოთა შენობაა, რაც მთლიანობაში თბილისს მრავალფეროვნებას სძენს.”

 Vogue- ის ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს აბანოთუბანს და გოგირდის წყლებს. “აბანოთუბანში ბუნებრივი, გოგირდის ცხელი წყაროებია, რომელიც მე-5 საუკუნეში საქართველოს მეფემ აღმოაჩინა. გოგირდის აბანოები საუკეთესოა სტრესის მოსახსნელად. წყალს სამკურნალო თვისებებიც აქვს“ .

სტატიაში აღწერილია ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგია. “საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ღვინის რეგიონია. ვაზის კულტივაციის და მაღალი ხარისხის ღვინის დაყენების ისტორია საქართველოში რამდენიმე ათას წელს ითვლის. ქართველი მეღვინეები დღემდე იყენებენ ქვევრს და ტრადიციული მეთოდით ამზადებენ ღვინოს. სანამ ღვინის ისტორიას, დამზადების წესებს შეისწავლი მანამდე თავდავიწყების მორევში მოხვდება, რასაც ქართული ღვინის სურნელი და მისი გემო იწვევს.” -წერს Vogue-ის ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები