The Voice-ის მეოთხე მწვრთნელი სალომე კორკოტაშვილი იქნება

247
thumbnail

საქართველოს „პირველი არხის“ ეთერში მალე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის“ „The Voice” პირველი სეზონი დაიწყება. მას „მასტერშეფის“ და „ნიჭიერის“ ქართული ვერსიების ავტორები, პროდიუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე გააკეთებენ საკუთარ გუნდთან ერთად.

პროექტის მწვრთნელთა ოთხეულის ვინაობა უკვე ცნობილია. ნიაზ დიასამიძესთან, ნიკოლოზ რაჭველთან და სტეფანესთან ერთად მცირე ხნის წინ დასახელდა მეოთხე მწვრთნელიც და ეს იქნება სალომე კორკოტაშვილი.

პროექტის ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა მოლოდინი დიდია. საინტერესოა, რით მოხიბლავენ ახალბედა შემსრულებლები ცნობილ მწვრთნელებს და როგორ შოუს შემოგვთავაზებს „პირველი არხი“.

ნიაზ დიასამიძე, სტეფანე და ნიკოლოზ რაჭველი „ვოისის“ მწვრთნელები იქნებიან