LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა, შეწყალების აქტით დაუშვა

164
1-800x500-c

,,გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა, თუმცა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ნება ასეთია”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პროკურატურაში ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის დისკრეციაა, ისაუბროს იყო თუ არა კორუფცია და არა პოლიტიკოსების, რომლებიც თავის პოლიტიკურ ინტერესებს დასდევენ. ვოლსკი ამბობს, რომ  ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

პროკურატურამ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.

“ოპოზიცია ისაუბრებს კორუფციასა და გადაცდომებზე, ეს მათი ჩვეულებრივი ტექსტია, მათგან სხვას არც მოველით. ამ სფეროში საერთოდ განუკითხაობა იყო, ვის იწყალებდნენ, რატომ და დამნაშავეებსა და უდანაშაულო ადამიანებს როგორ ეპყრობოდნენ, ყველას ახსოვს. დღეს ეს ადამიანები აქტიურობენ. ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.გამოძიების საქმეში ფიგურირებს როგორც შეწყალებული რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე, ასევე სხვა პირები. საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები