LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას შეისწავლის

50766640_1270666983071203_3268343148727762944_n

საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი VPS Healthcare-საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას შეისწავლის, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის შამშირ ვაიალილის შეხვედრისას გახდა ცნობილი, ამ მიზნით, ერთ თვეში საქართველოს სპეციალური ჯგუფი ეწვევა.

პრემიერმა VPS Healthcare-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, მთავრობის საგადასახადო ინიციატივებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრისას იმსჯელეს თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე და იმედი გამოთქვეს, რომ კონკრეტული მიმართულებების გამოკვეთას ხელს შეუწყობს კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში.

“შევთანხმდით, რომ ძალიან მალე ჩვენი დელეგაცია ეწვევა საქართველოს ადგილზე შესაძლებლობების შესასწავლად. ტურიზმის მხრივ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი. ასევე აღსანიშნავია ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო. ასე რომ, ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლით ამ შესაძლებლობებს. ჩვენი დელეგაცია ერთი თვის განმავლობაში გაემგზავრება საქართველოში”,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ VPS Healthcare-ის ხელმძღვანელმა.

VPS Healthcare არის ინტეგრირებული, საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი, ათასობით დასაქმებული ადამიანით. მისი პორტფოლიო ასევე მოიცავს ფარმაცევტულ წარმოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები