LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, მღებრიშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს

196

უკრაინული ვებგვერდი “სტრანა უა“  აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ცნობილი რუსი სატელეფონო ხულიგანი – “ვოვანი” ვიღაცას სააკაშვილზე ელაპარაკება. ვებგვერდის მტკიცებით, მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.

სატელეფონო საუბრისას მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ექსტრადირების შესახებ ისაუბრეს. აუდიოჩანაწერში ისმის, რომ, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.

როგორც „სტრანა უა“ ამტკიცებს, საუბრის შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა დამატებითი დრო ითხოვა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებისთვის. უკვე მეორე სატელეფონო ზარის დროს კი, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი სატელეფონო ხულიგანს ეუბნება, რომ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოს არ სურს.

ამავე ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებისა და მისი საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ, მისი თბილისში ვიზიტის დროს ისაუბრეს.

სავარაუდოდ, შს მინისტრი ამბობს, რომ კვირიკაშვილმა პოროშენკოს უთხრა, რომ არ სურს სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები