LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვთხოვ, რამე იღონონ, აქ არ შეიძლება იყოს გაზგასამართი სადგური” – ნოდიკო ტატიშვილი აფეთქების დეტალებს იხსენებს

222
BeFunky-collage (5)

“მთელი კორპუსი შეაზანზარა და როგორც მივხდი, ეს გაზგასამართი სადგური აფეთქდა,”- ამაშუკელის ქუჩაზე მცხოვრები, ნოდიკო ტატიშვილი დღეს მომხდარი აფეთქების დეტალებს იხსენებს.

“როდესაც გამოვედი, ჩემი საძინებლის წინა კარები იყო შემონგრეული, სადარბაზოში ისეთი კვამლი იყო, ვერაფერი დავინახე, რაღაცნაირად გამოვაგენი ქუჩამდე. აქ უკვე ხანძარი იყო, გარშემო კორპუსების მინები, ყველაფერი დამსხვრეულია…”

ნოდიკო ტატიშვილის თქმით, გაზგასამართი სადგური საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს და შესაბამის უწყებებს სადგურის გადატანას სთხოვს.

მინდა მივმართო მათ, ვისაც ხელეწიფებათ ამ ყველაფრის დასტაბილურება, მოგვარება, აქ ბევრი ახალი აშენებული კორპუსია, რომელიც მალე მთლიანად შეივსება, მინდა ვთხოვო მათ, რამე იღონონ, რომ ეს გაზგასამართი არც აქ იყოს და არც იქ, სადაც ახლოს მოსახლეობაა.

ინციდენტი აფეთქების ადგილზე: სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს

რა ვითარებაა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართი სადგური აფეთქდა

ახლა აქ, რომ ბავშვებს ერბინათ ან ადამიანები ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა, მოვიდნენ და ამათ უთხრან, რომ აქ არ შეიძლება იყოს გაზის გასამართი სადგური,”- თქვა ნოდიკო ტატიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

აფეთქება მაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. დაშავებულია ერთი მოქალაქე. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები